Loading data...
ირანმა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადადო

ირანი აცხადებს, რომ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი რომელიც დღეს საღამოს თეირანში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. 

„დაღუპულ იმამთან დამშვიდობების ცერემონია გადაიდო. ახალი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება“, - აღნიშნულია, ირანის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გადადების მიზეზად სახელდება უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი, რომელიც დაკრძალვაზე უნდა მისულიყო.

ინფორმაციისთვის, აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ისრაელის ერთობლივი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.