Loading data...
ირანმა 3-4 მარტის ღამეს სპარსეთის ყურის რეგიონს დაარტყა - ქუვეითში იერიშებს 11 წლის გოგონა ემსხვერპლა

ირანმა 3-4 მარტს, მთელი ღამის განმავლობაში სპარსეთის ყურის რეგიონში საჰაერო იერიშები განაგრძო.

ქუვეითში 11 წლის გოგონა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, თუმცა უცნობია, თუ რა ტიპის ნამსხვრევები დაეცა გოგონას. 

ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანის რამდენიმე დრონი და რაკეტა ჩამოაგდო.

ამასობაში, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 4 მარტს დედაქალაქ ერ-რიადის სამხრეთით ორი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს. 

„ალ-ხარჯის რაიონში ორი ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხრა დრონი ჩამოაგდეს ცალკეული თავდასხმების დროს.