ირანმა 12 საათის განმავლობაში ორჯერ შეუტია კატარში მდებარე მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტს - CNN
ირანმა 12 საათის განმავლობაში კატარზე ბალისტიკური რაკეტით კიდევ ერთი იერიში განახორციელა, რითაც მან მსოფლიოში უდიდესი თხევადი ბუნებრივი აირის საბადო მეორედ დააზიანა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ხანძარი სტრატეგიულ ობიექტზეც გაჩნდა 👇
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა სამიზნეს მიაღწია და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ზონას მოხვდა.
აფეთქების შემდეგ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე მივიდნენ და ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა QatarEnergy-მ დაადასტურა თავდასხმა და მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„რას-ლაფან“ (Ras Laffan) არის კატარში მდებარე მსხვილი ინდუსტრიული ნავთობ–გაზის კომპლექსი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის კუთხით.