ირანის ვიცეპრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ესტუმრა
ომის შემდეგ პირველი მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ რეზა არეფი სომხეთს ეწვია და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა.
შეხვედრაზე ირანულმა მხარემ, სომხეთს მადლობა გადაუხადა მისი პოზიციისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაშინიანი მიესალმა ირანის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს სომხეთში, ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას და რწმენა გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას მთელ რეგიონში.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ირან-სომხეთის საზღვარზე მეორე ხიდის მშენებლობის პროექტი, იმსჯელეს ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზე, განიხილეს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო მარშრუტების განვითარება.
შეხვედრის დასასრულს კი ფაშინიანმა „თბილი მოკითხვა გადასცა“ ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს
in the first high-level engagement since the war, an Iranian VP visits Armenia, meets with Pashinyan:
— Hov Nazaretyan (@HovhanNaz) June 26, 2026
– thanks 🇦🇲 for position & humanitarian aid
discuss:
– 2nd bridge on border
– expanding energy cooperation
– regional communication routes https://t.co/FkX5zMpzsW pic.twitter.com/bzlwLm8PXe