1736924088
უცხოეთი
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელი ურანის გამამდიდრებელ ცენტრიფუგებში ასაფეთქებელი ნივთიერებების მოთავსებაში დაადანაშაულა
ირანის ვიცე-პრეზიდენტის, მუჰამედ ჯავად ზარიფის მტკიცებით, ისრაელმა ერთხელ, ურანის გამამდიდრებელ ცენტრიფუგებში, რომელიც თეირანმა შუამავლების საშუალებით მიიღო, ასაფეთქებელი ნივთიერებები მოათავსა.
„ჩვენმა კოლეგებმა ცენტრიფუგის პლატფორმა იყიდეს ატომური ენერგიის ორგანიზაციისთვის და აღმოჩნდა, რომ მასში ასაფეთქებელი იყო“, - ამბობს ის.
ცნობისთვის, ჯავად ზარიფი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, როდესაც 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება გაფორმდა.
ზარიფმა ასევე დაგმო ირანისთვის დაწესებული სანქციები და აღნიშნა, რომ თეირანი იძულებულია, შუამავლებს მიმართოს, რაც მისივე თქმით, ქმნის მიწოდების ჯაჭვში შექმნას სისუსტე, რომლითაც ისრაელს შეუძლია ისარგებლოს.