Loading data...
ირანის უზენაესმა ლიდერმა წერილობით მიმართვაში სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდა, „ნამდვილ მტერს“ დაუპირისპირდნენ

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ „ნამდვილი მტრის“ წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება. შეტყობინება ხამენეის Telegram გვერდზე გამოქვეყნდა.

მასში ხამენეი მუსლიმებს ერთიანობისკენ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ერთმანეთის დაცვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც მუსლიმებს შორის განხეთქილებას ქმნის, „შეგნებულად, თუ შეუგნებლად“ ისლამის მტრებს ეხმარება.

ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ექვსი თვის წინ ირანზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს დაიჭრა. ავიაიერიშებს მისი მამა და ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა.