ირანის უზენაესი ლიდერის უფროსი მრჩეველი: აშშ-ის ადგილი ახლო აღმოსავლეთში არ არის

ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი ალი აკბარ ველაიათი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ რეგიონში შეერთებული შტატებისა და ამერიკული ბაზების ადგილი აღარ არის.
აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნები ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევიან, თუ ისინი აშშ-ის ქმედებებს ხელს შეუწყობენ.
„ამ რეგიონში და ისლამურ სამყაროში ამერიკისა და მისი ბაზების ადგილი აღარ არის. ამერიკამ ისლამური სამყაროს გულს დაარტყა გამოუსწორებელ შედეგებს უნდა დაელოდოს, რადგან ისლამური რესპუბლიკა არ მოითმენს რაიმე შეურაცხყოფას ან აგრესიას საკუთარი თავის მიმართ“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეის უფროსმა მრჩეველმა.
ცნობისთვის, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია 22 ივნისის ღამეს განხორციელდა.
შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰაგსეთმა განაცხადა, რომ ოპერაციამ ირანის ბირთვული ამოცანები გაანადგურა.