Loading data...
ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: უკრაინაში სამ ობიექტზე დარტყმას ვაპირებდით, მაგრამ თავდასხმა გავაუქმეთ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბოდიში მოიხადა

ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ირანის არმია კასპიის ზღვაში სავაჭრო გემზე თავდასხმის შემდეგ უკრაინაში სამიზნეებზე დარტყმისთვის ემზადებოდა.

„ვაპირებდით, უკრაინაში სამ ობიექტზე დაგვერტყა, მაგრამ თავდასხმა გავაუქმეთ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბოდიში მოიხადა“, – ციტირებს მის სიტყვებს ირანული ტელეარხი PressTV.

ცნობისთვის, 25 ივლისს ირანმა უკრაინა კასპიის ზღვაში სავაჭრო გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა. თეირანმა გემზე თავდასხმა აგრესიის აქტად შეაფასა და კიევი უკრაინაში ომის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა.

28 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ირანელ კოლეგას აბას არაღჩის დაუკავშირდა და განუცხადა, რომ უკრაინას ესკალაციის თავიდან აცილება სურდა.