Loading data...
ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი: ჩვენი მებრძოლები ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიან, ვიდრე დამნაშავე ტრამპსა და სისხლისმსმელ ნეთანიაჰუს ხელისუფლებიდან არ ჩამოაგდებენ

ირანის უზენაესი ლიდერის პოლიტიკურმა მრჩეველმა მოჰამედ ბაღერ ზოლღადრიმ განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის დახურვას გააგრძელებს, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელისუფლებას არ დაკარგავენ.

„ჩვენი მებრძოლები ჰორმუზის სრუტეს მანამდე არ გახსნიან, ვიდრე დამნაშავე ტრამპსა და სისხლისმსმელ ნეთანიაჰუს ხელისუფლებიდან არ ჩამოაგდებენ“, - აცხადებს ირანის უზენაესი ლიდერის პოლიტიკური მრჩეველი. 

როგორც მან აღნიშნა, ირანი ომში დაღუპულთა გამო შურისძიებას აპირებს და ბოლო 200 დღის განმავლობაში ქვეყნის წინააღმდეგობა იმას ადასტურებს, რომ თეირანის დამარცხების მცდელობები ჩავარდა.