1712220192
უცხოეთი
ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ისრაელს დამასკოში განხორციელებული თავდასხმის გამო, სილას გააწნავენ

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო ისრაელს საკადრისი პასუხი გაეცემა.
„ღაზაში სიონისტური რეჟიმის დამარცხება გაგრძელდება და ეს რეჟიმი დაკნინებასა და დაშლას მიუახლოვდება. სასოწარკვეთილი მცდელობები, როგორიც სირიაში განხორციელდა, მათ დამარცხებისგან ვერ გადაარჩენს. რა თქმა უნდა, ამ ქმედებისთვის მათ სილას გააწნავენ“, - აცხადებს ირანის უზენაესი ლიდერი.
ისრაელს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ თავდასხმა მათ განახორციელეს.
ცნობისთვის, 13 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორისაა ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი წევრი.