Loading data...
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი: ირანი გამდიდრებული ბირთვული მასალის ქვეყნიდან გატანას არ დაუშვებს

ირანი გამდიდრებული ბირთვული მასალის ქვეყნიდან გატანას არ დაუშვებს და მას თავად გამოიყენებს, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა. 

„ჩვენ ვაცნობეთ ჩვენს რუს მეგობრებს, რომ გამდიდრებული მასალა ირანში დარჩება და ჩვენ თვითონ გამოვიყენებთ მას“, - აღნიშნა რეზაიმ.

მისი თქმით, ირანს გამდიდრებული მასალა ბირთვული ძრავით აღჭურვილი გემებისა და წყალქვეშა ნავების დასაპროექტებლად სჭირდება.

რეზაიმ, ასევე, განაცხადა, რომ აშშ-ის ნებისმიერი ახალი თავდასხმა ირანს აიძულებს, მიზანში ამოიღოს ამერიკული სამხედრო ბაზები.

მისი თქმით, ომის დასრულება ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ლიბანში, ირანის ერთ-ერთი მიზანია.