1773340335
უცხოეთი
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ტრამპს - „ომს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე შეტყობინებით ვერ მოიგებთ“
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.
„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”,- აცხადებს ლარიჯანი.
Trump says he is looking for a speedy victory. While starting a war is easy, it cannot be won with a few tweets. We will not relent until making you sorry for this grave miscalculation. #TrumpMustPay
— Ali Larijani | علی لاریجانی (@alilarijani_ir) March 12, 2026