1756056219
უცხოეთი
ირანის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელთან დაკავშირებული 6 მებრძოლი მოკლეს, 2 კი დააკავეს

ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეტაკებისას 6 მებრძოლი მოკლეს. 2 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი უცხოელია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ირანის უსაფრთხოების ძალებში განმარტავენ, მათ ისრაელის დაზვერვის უწყებასთან ჰქონდათ კავშირი. ერთი დღით ადრე, შეიარაღებულებმა ირანში პოლიციის 5 ოფიცერი მოკლეს.