Loading data...
ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი: ტრამპი დიპლომატიას კვლავ ღალატობს

ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპლომატიას ღალატობს“, რადგან ირანთან დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს არ ხსნის.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მესამედ ღალატობს დიპლომატიას“, - აღნიშნა რეზაიმ.

მისი თქმით, წინა ორი შემთხვევა უკავშირდებოდა ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს, რომლებიც ირან-აშშ-ის არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობდა.

რეზაის შეფასებით, „საზღვაო ბლოკადის გაგრძელებითა და მოლაპარაკებებში გადაჭარბებული მოთხოვნების წამოყენებით, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას მოლაპარაკება არ სურს“.