Loading data...
ირანის წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ირანში 555 ადამიანი დაიღუპა

ირანის წითელი ჯვრის ცნობით, აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად 555 ადამიანი დაიღუპა. 

მათივე ცნობით, თავდასხმების შედეგად 131 ქალაქი დაზარალდა.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაიღუპნენ.