Loading data...
ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა.

„კიდევ რამდენიმემ ნამსხვრევებით მიიღო მსუბუქი დაზიანებები, ტვინის შერყევა და ამჟამად სამსახურში დაბრუნების პროცესშია. გრძელდება ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც. ვითარება არასტაბილურია, ამიტომ ოჯახების პატივისცემის გამო დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დაღუპული მეომრების ვინაობას უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათის განმავლობაში არ გავავრცელებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.