1777367627
უცხოეთი
ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: აშშ უკვე აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა თავს მოახვიოს
აშშ იმ პოზიციაში აღარ არის, რომ სხვა ქვეყნებს თავისი პოლიტიკა თავს მოახვიოს, - ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რეზა ტალეი-ნიკიმ განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები უკვე აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა თავს მოახვიოს. ვაშინგტონი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მან უარი უნდა თქვას თავის უკანონო და ირაციონალურ მოთხოვნებზე“, - აღნიშნა ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.