Loading data...
ირანის თავდაცვის ახალი მინისტრი იმუქრება, რომ აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონს „უზარმაზარი ზიანი“ მიადგება

ირანის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი მეჰრდად ახლაგი იმუქრება, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში „უზარმაზარი ზიანი“ მიადგებათ, თუ ვაშინგტონი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას განაახლებს.

„ხალხს შეუძლია მშვიდად იყოს - ისინი, სავარაუდოდ, ჩვენზე თავდასხმას ვერ გაბედავენ. თუ [აშშ] ამას გააკეთებს, თავად მათ და მთელ რეგიონს უზარმაზარი ზიანი მიადგებათ“, - განუცხადა ახლაგიმ ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებიდან მალევე.

ახლაგიმ თავდაცვის მინისტრის პოსტზე აზიზ ნასირზადე ჩაანაცვლა, რომელიც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ყოფილ უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისა და სამხედრო სარდლობის მაღალჩინოსნებთან ერთად დაიღუპა.