ირანის სულიერი ლიდერი: თეირანაში დღეს გამართული აქცია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის გაფრთხილება იყო, რომ დაასრულონ ტყუილები
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თეირანში გამართულ აქციას ისტორიულ დღეს უწოდებს.
როგორც ის წერს, მხარდასაჭერი აქცია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის გაფრთხილება იყო, რომ დაასრულონ ტყუილები.
„მტკიცე გადაწყვეტილებით სავსე ამ უზარმაზარმა დემონსტრაციებმა ჩაშალა უცხოელი მტრების გეგმები, რომლებიც ადგილობრივი დაქირავებული მებრძოლების მიერ უნდა განხორციელებულიყო. ირანელმა ერმა მტრების წინაშე თავისი სიმტკიცე და იდენტობა გამოავლინა. ეს იყო გაფრთხილება ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ უნდა შეწყვიტონ ტყუილები“, - წერს ირანის სულიერი ლიდერი.
The great Iranian nation has asserted its resolve and identity in the face of the enemies. This was a warning to US politicians that they should halt their deceitful actions and stop relying on their traitorous hirelings.
— Khamenei.ir (@khamenei_ir) January 12, 2026