1784633074
უცხოეთი
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი პაკისტანში შუამავლებთან შესახვედრად ჩავიდა
უცხოური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესკანდარ მომენი პაკისტანში იმყოფება, რათა აშშ-თან კონფლიქტის ესკალაციის ფონზე შუამავლებს შეხვდეს.
Associated Press-ის ცნობით, მომენი დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების განსახილველად პაკისტანის არმიის მთავარსარდალს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა.
მოგვიანებით მომენი ასევე შეხვდება პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეჰბაზ შარიფს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ თეირანმა შუამავლებისგან 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღო, რომელიც ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.