Loading data...
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელში ნიდერლანდების საელჩო დაზიანდა

19 ივნისს, დილით ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში ნიდერლანდების საელჩოს შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად საელჩოს შენობაში ფანჯარა ჩაიმსხვრა და არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

თელ-ავივში ნიდერლანდების საელჩოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო „დამატებით სიფრთხილის ზომებს“ მიიღებს, დასძინა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი ერთი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა. ირანმა იერიშს ასობით რაკეტისა და დრონის გაშვებით უპასუხა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.