1775114258
უცხოეთი
ირანის სამხედრო ძალები: ომი მტრის სამუდამო დანებებამდე გაგრძელდება, დამანგრეველ ქმედებებს ელოდეთ
ირანის სამხედრო ძალებმა პირობა დადეს, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე „გამანადგურებელ“ თავდასხმებს განახორციელებენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში თეირანზე დარტყმებს განახორციელებდა.
„ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით, ეს ომი გაგრძელდება თქვენს დამცირებამდე, შერცხვენამდე და სამუდამო დანებებამდე. დაელოდეთ ჩვენს უფრო გამანადგურებელ, ფართომასშტაბიან და დამანგრეველ ქმედებებს“, - ნათქვამია სამხედრო ოპერატიული სარდლობის, ხატამ ალ-ანბიას განცხადებაში.