Loading data...
ირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დადასტურებიდან მალევე, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ისრაელს თავდასხმით დაემუქრა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ დაიწყება რამდენიმე წუთში“, – ნათქვამია განცხადებაში.