ირანის საგარეო უწყება - ისრაელის იერიშების შემდეგ შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას ირანში აზრსმოკლებულს უწოდებენ, - აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სმაილ ბაღაიმ განაცხადა.
„მეორე მხარე {აშშ} ისე მოიქცა, რომ დიალოგს აზრი არ აქვს. არ შეიძლება იმის პრეტენზია გქონდეს, რომ მოლაპარაკებები გსურს და ამავდროულად, სიონისტურ რეჟიმს ირანის ტერიტორიის დაბომბვის უფლება მისცე“, - აცხადებენ ირანის საგარეო უწყებაში.
ამასთან, როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისრაელი იერიშებს ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებდა.
ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.