Loading data...
ირანის საგარეო უწყება: აშშ-მა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჰორმუზის სრუტის მახლობლად საჰაერო დარტყმები განახორციელა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად, ჰორმოზღანის რეგიონში ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ამის შესახებ „გარდიანი“ იტყობინება. 

ირანის საგარეო უწყების განცხადებით, ირანი უპასუხებს შეერთებული შტატებს და საკუთარი თავის დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებს. 

„ბოლო 48 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჰორმოზღანის რეგიონში. ირანი ამ აგრესიული და გაუმართლებელი ქმედებებით გამოწვეულ ყველა შედეგზე პასუხისმგებლობას ამერიკულ რეჟიმს აკისრებს“, - აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.