Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვიმედოვნებთ, ინდოეთი და პაკისტანი რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას არ დაუშვებენ

„ვიმედოვნებთ, ინდოეთი და პაკისტანი რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას არ დაუშვებენ“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენს რეგიონს მშვიდობა სჭირდება, განსაკუთრებით კი, რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება“, - დასძინა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.