1782675140
უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: რეგიონის ქვეყნებმა თავიანთი ტერიტორიიდან ირანზე თავდასხმები არ უნდა დაუშვან
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან, მათი „ტერიტორია ან ინფრასტრუქტურა“ გამოყენებულ იქნეს ირანის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად.
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, არაღჩიმ ეს განცხადება ბაღდადში ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ფალეჰ ალ-ზაიდითან შეხვედრისას გააკეთა.
არაღჩიმ აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებმა მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე უნდა იზრუნონ, განსაკუთრებით იმით, რომ აგრესორ მხარეებს არ მისცენ შესაძლებლობა, თავიანთი ტერიტორია ან სამხედრო თუ სხვა ობიექტები ირანის წინააღმდეგ უკანონო თავდასხმებისთვის გამოიყენონ.