Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა აშშ-სთან საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი კვლავ კონტაქტზე არიან, თუმცა ორ ქვეყანას შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

„შეტყობინებების გაცვლა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ურთიერთგაგებამდე ჯერ არ მივსულვართ“, - განუცხადა ბაღაიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის მომავალი ომანსა და ირანს შორის განისაზღვრება.

ირანმა და ომანმა, როგორც ორმა პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა შეიმუშაონ მექანიზმები, რომლებიც როგორც მათ ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამ მარშრუტით სატრანსპორტო გადაზიდვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - დასძინა ირანის საგარეო უწყების სპიკერმა.