1774890745
უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ირანს არასდროს უცდია და არც აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ ირანს არასდროს უცდია და არც აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას.
როგორც მან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესახებ საუბრისას აღნიშნა, ირანი კვლავ ერთგულია ხელშეკრულების, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს, შეუძლია თუ არა მას ისარგებლოს მის მიერ მინიჭებული უფლებებით.