Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ აშშ და ირანი პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ შეთანხმებას

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ესმაილ ბაღაის განცხადებით, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევა ერთ სესიაზე იქნებოდა შესაძლებელი.

„მოლაპარაკებების ეს რაუნდი გაიმართა 40 დღის შემდეგ. 40 დღე ომიდან და ცეცხლის შეწყვეტიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, უნდობლობით, ეჭვებით და მტრული განწყობით გაჟღენთილ ატმოსფეროში. ბუნებრივია, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ შეთანხმების მიღწევას ერთ სესიაზე შევძლებდით. არავის ჰქონდა ასეთი მოლოდინი“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ „დიპლომატია არასდროს მთავრდება“.