Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, მაგრამ ის თავს ნორმალურად გრძნობს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოჯთაბა ხამენეი უახლოეს მომავალში პირველ საჯარო გამოსვლას გეგმავს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე სამი-ოთხი პრეტენდენტი იყო, მაგრამ საბჭოს უმრავლესობამ მოჯთაბა ხამენეის დაუჭირა მხარი.

ალი ხამენეის შვილის, მოჯთაბა ხამენეის დაჭრის შესახებ ისრაელის მედიამ ინფორმაცია 7 მარტს გაავრცელა. The New York Times წერდა, რომ მოჯთაბა ხამენეი ფეხში დაიჭრა და ამის გამო საჯაროდ არ გამოჩენილა და განცხადებები არ გაუკეთებია.