Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თავდასხმების გამო ქვეყანა ამჟამად ურანს არ ამდიდრებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის თქმით, თეირანი ამჟამად ურანს არ ამდიდრებს. ამის შესახებ მან ირანში ვიზიტით მყოფ Associated Press-ის ჟურნალისტს განუცხადა. 

„ირანში არ ხდება გამოუცხადებელი ბირთვული გამდიდრება. ჩვენი ყველა ობიექტი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დაცვისა და მონიტორინგის ქვეშაა. ამჟამად გამდიდრება არ ხდება, რადგან ჩვენს ობიექტებზე - ჩვენს გამდიდრების ობიექტებზე - თავდასხმა განხორციელდა“, - განაცხადა არაღჩიმ აშშ-ისა და ისრაელის მიერ თეირანის ბირთვულ ობიექტებზე ივნისში განხორციელებულ დარტყმებზე მინიშნებით.

კითხვას, თუ რა დასჭირდება ირანს აშშ-სთან და სხვებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, არაღჩიმ უპასუხა, რომ ირანის გზავნილი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით „ნათელი“ რჩება.

„ირანის უფლება გამდიდრებაზე, ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენებისთვის, მათ შორის გამდიდრებაზე, უდავოა. ჩვენ გვაქვს ეს უფლება და ჩვენ გავაგრძელებთ მის გამოყენებას და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის შეერთებული შტატები, აღიარებს ჩვენს უფლებებს და გაიგებს, რომ ეს ირანის განუყოფელი უფლებაა და ჩვენ არასდროს დავთმობთ ჩვენს უფლებებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.