1784062025
უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადის განახლების გადაწყვეტილებამ ისლამაბადის მემორანდუმი გააუქმა
ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის განახლების შესახებ გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ ჩაშალა ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც კონფლიქტის შეჩერებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ქაზემ ღარიბაბადის განაცხადებით, „დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ საზღვაო ბლოკადის განახლების შესახებ გარკვეული თვალსაზრისით, ისლამაბადის მემორანდუმი გააუქმა“.