Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პაკისტანში ჩავიდა. ინფორმაციას france 24 ავრცელებს. 

არაღჩის ისლამაბადში პაკისტანელი კოლეგა იშაქ დარი დახვდა.

პაკისტანური წყაროების ცნობით, ისლამაბადში ამერიკელ მომლაპარაკებლებთან შეხვედრა არ იყო დაგეგმილი, თუმცა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დღეს პაკისტანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი გაემგზავრებიან.