1773569844
უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოჯთაბა ხამენეი კარგადაა და სიტუაციას სრულად აკონტროლებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეი „კარგადაა“ და „სრულად აკონტროლებს სიტუაციას“.
მისი თქმით, ირანი მიესალმება ნებისმიერ „რეგიონულ ინიციატივას, რომელიც ომის სამართლიან დასრულებამდე მიგვიყვანს“.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დასძენს, რომ „ომის დასრულების კონკრეტული ინიციატივა ჯერჯერობით არ არსებობს“.
შეგახსენებთ, მოჯთაბა ხამენეი 8 მარტს, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. მისი პირველი საჯარო მიმართვა სახელმწიფო მედიამ 12 მარტს გაავრცელა, რომელიც წამყვანმა წაიკითხა.