1728833397
უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს საკუთარი თავის დაცვაში წითელი ხაზები არ აქვს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაქჩის განცხადებით, ირანს საკუთარი ხალხისა და ინტერესების დაცვაში წითელი ხაზები არ აქვს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა გავწიეთ, რათა შეგვეკავებინა ჩვენს რეგიონში ფართო მასშტაბიანი ომი, მე მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ გვაქვს წითელი ხაზები ჩვენი ხალხის და ინტერესების დაცვაში“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
თავის ერაყელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე არაქჩიმ განაცხადა, რომ ირანი სრულად მზად არის ომის სიტუაციისთვის, თუმცა მშვიდობა სურს.
„ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა,“ - დასძინა არაქჩიმ.