ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს არასდროს მოუთხოვია ცეცხლის შეწყვეტა ან მოლაპარაკებები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, თეირანს „არასდროს მოუთხოვია ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენ არასდროს მოგვითხოვია მოლაპარაკებებიც კი“.
ამ განცხადებით ირანელი დიპლომატი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ადრინდელ განცხადებებს, რომ ირანს შეთანხმების მიღწევა სურდა, თუმცა ის არ იყო მზად დათანხმებულიყო, „რადგან პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის“.
„არა, ჩვენ არასდროს გვითხოვია ცეცხლის შეწყვეტა და არასდროს გვითხოვია მოლაპარაკებებიც კი. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თავი, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ უნდა ვესაუბროთ ამერიკელებს, რადგან ჩვენ მათთან ვსაუბრობდით, როდესაც მათ ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტეს“ - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Iranian Foreign Minister Abbas Araghchi says the regime is not in a war of survival, telling @margbrennan the regime is “stable and strong enough.”
— Face The Nation (@FaceTheNation) March 15, 2026
“We don’t see any reason why we should talk with Americans, because we were talking with them when they decided to attack us, and… pic.twitter.com/AQdyeWBiFu