1773603738
უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: გამდიდრებული ურანის ამოღებას ამჟამად არ ვგეგმავთ, რომელიც ნანგრევების ქვეშაა დამარხული
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი „ნანგრევების ქვეშაა“ დამარხული და თეირანს ამჟამად არ აქვს მისი აღდგენის ან მისი დაშლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებს გეგმა.
„მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა გასული წლის ივნისში ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბეს, დაახლოებით 440 კილოგრამი გამდიდრებული ურანი ნანგრევების ქვეშაა. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, არსებობს მათი ამოღების შესაძლებლობა, თუმცა [ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს] ზედამხედველობის ქვეშ. თუ ერთ დღეს გადავწყვეტთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს სააგენტოს ზედამხედველობით მოხდება. მაგრამ ამ დროისთვის მათი ნანგრევებიდან ამოღების გეგმა არ გვაქვს“ - აცხადებს ირანელი დიპლომატი.