Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბატონმა ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შურისძიების მიზნით ირანის დაბომბვაში დაადანაშაულა.

„როდესაც რთულ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად აღიქვამენ და როდესაც დიდი ტყუილები რეალობას ფარავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს დაკმაყოფილდება.

შედეგი? შურისძიების მიზნით მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვა.

ბატონმა ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს“, - წერს არაღჩი X-ზე.