1753163392
უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თეირანი ბირთვული გამდიდრების პროგრამაზე უარს ვერ იტყვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეირანს არ შეუძლია, უარი თქვას ბირთვული გამდიდრების პროგრამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის მნიშვნელოვნად დაზიანდა ისრაელ-ირანის ბოლოდროინდელი ომის დროს, რომლის დროსაც ვაშინგტონმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
„ის შეჩერებულია, რადგან, დიახ, ზიანი სერიოზული და მძიმეა. თუმცა, ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ გამდიდრებაზე, რადგან ეს ჩვენივე მეცნიერების მიღწევაა. ახლა კი, უფრო მეტიც, ეს ეროვნული სიამაყის საკითხია“, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა Fox News-ს.