Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიას პრიორიტეტი მიენიჭება.

„ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, მივაღწიოთ უპრეცედენტო შეთანხმებას, რომელიც ორმხრივ ინტერესებს ითვალისწინებს“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ირანის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან მოლაპარაკებებს „სამართლიანი შეთანხმების უმოკლეს ვადაში მიღწევის მიზნით“ განაახლებს.