1783087479
უცხოეთი
ირანის საავიაციო სამსახურის ცნობით, თეირანის საჰაერო სივრცე 6 ივლისს „სრულად დაიკეტება“
ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თეირანის საჰაერო სივრცე ორშაბათს, 6 ივლისს, „სრულად დაიკეტება“ გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესიისთვის.
„ორშაბათს გარდაცვლილი რევოლუციური ლიდერის დაკრძალვის პროცესიის პარალელურად თეირანის საჰაერო სივრცე მთლიანად დაიკეტება და ფრენები არ იქნება დაშვებული“, - განაცხადა ორგანიზაციამ.
28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს მოკლული ლიდერის დაკრძალვის ცერემონიები ირანისა და ერაყის სხვადასხვა ადგილას 4 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მოსალოდნელია, რომ მას მილიონობით ადამიანი დაესწრება.