1768068878
უცხოეთი
ირანის რევოლუციური გვარდიის ცნობით, დაკავებულია უცხოელი, რომელიც ეჭვმიტანილია ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში
ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ფრთა აცხადებს, რომ დააკავა უცხოელი, რომელიც ეჭვმიტანილია ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.
მედიის ცნობით, დაკავებული პირის ეროვნება არ სახელდება.
ცნობისთვის, ხელისუფლება არეულობის წაქეზებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.
ცნობისთვის, 28 დეკემბრიდან ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო, პროტესტი პოლიტიკურ ხასიათს იძენს, სადაც მომიტინგეები სულიერი ლიდერების მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.