Loading data...
ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური: ირანი გააგრძელებს თავდასხმებს, ვიდრე აშშ-ის დარტყმები არ შეწყდება

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურმა მაჯიდ მუსავიმ პირობა დადო, რომ თეირანი რეგიონში თავდასხმებს მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე აშშ ირანის სამხრეთ სანაპირო ზოლსა და ჰორმუზის სრუტეზე დარტყმებს არ შეწყვეტს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მაჯიდ მუსავიმ აღნიშნა, რომ „თეირანი და სამხრეთი, ისევე როგორც მთელი ირანი, ერთი და განუყოფელია“.

საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური, ასევე, დასძენს, რომ „მტრის წინააღმდეგ განხორციელებული ზუსტი და მიზანმიმართული დარტყმები ირანის სხვადასხვა რეგიონიდან გაგრძელდება, ვიდრე სამხრეთ სანაპიროსა და ჰორმუზის სრუტეზე განხორციელებული თავდასხმები არ შეწყდება“.