1732270509
უცხოეთი
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური: ჰააგის სასამართლოს მიერ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემა ისრაელის დასასრულს და პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოვ გალანტის დაკავების ორდერის გაცემას ისრაელის „დასასრულს და პოლიტიკურ სიკვდილს“ უწოდებს.
„ეს ნიშნავს სიონისტური რეჟიმის დასასრულს და პოლიტიკურ სიკვდილს, რეჟიმის, რომელიც დღეს მსოფლიოში აბსოლუტურ პოლიტიკურ იზოლაციაში ცხოვრობს და მის ოფიციალურ პირებს აღარ შეუძლიათ სხვა ქვეყნებში გამგზავრება“, - განაცხადა რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, გენერალმა ჰოსეინ სალამიმ ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას.
სალამის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება „მისასალმებელი ნაბიჯია“ და „პალესტინისა და ლიბანის წინააღმდეგობის მოძრაობებისთვის დიდი გამარჯვებაა“.