Loading data...
ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ მიზანში ამოიღებს რეგიონში მოქმედ 18 ამერიკულ კომპანიას, მათ შორის Google-ს, Apple-ს, IBM-სა და Tesla-ს

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ 1-ელი აპრილიდან ირანზე თავდასხმების საპასუხოდ რეგიონში მოქმედ ამერიკულ კომპანიებს დაბომბავს, იტყობინება სახელმწიფო მედია.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მუქარაში ჩამოთვლილ 18 კომპანიას შორის არიან Microsoft, Google, Apple, Intel, IBM, Tesla და Boeing.

„ეს კომპანიები ირანში თითოეული ტერორისტული აქტის სანაცვლოდ მათი შესაბამისი დანაყოფების განადგურებას უნდა ელოდონ ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს, თეირანის დროით საღამოს 8 საათიდან“, - ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.