Loading data...
„ირანის რევოლუციური გუშაგების კორპუსის“ ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე 24-მა გემმა გაიარა

ირანის ისლამური „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე 24-მა გემმა გაიარა.

მედიის ცნობით, ხომალდებს მარშრუტის გავლის ნებართვა გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებთან კოორდინაციით მიეცათ.

შეგახსენებთ, 2026 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც აშშ და ისრაელი ირანს დაესხნენ თავს, თეირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა და ყოველდღიურად მასში გავლას მხოლოდ რამდენიმე ხომალდი ახერხებს.