Loading data...
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური: აშშ-ს კრიმინალი ლიდერები ქვეყნის ლიდერის მკვლელობით ვერ შეარყევენ მორწმუნე ერების ნებას და ვერ დაუშვებენ წინააღმდეგობის დროშას

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურმა აჰმად ვაჰიდმა განაცხადა, რომ ქვეყნის ლიდერის მკვლელობა, ვერ შეასუსტებს თეირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების ქსელს ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ირანი „წინააღმდეგობის ფრონტს“ უწოდებს და პირობა დადო, რომ გააგრძელებს მის გზას.

„ამერიკის კრიმინალურმა ლიდერებმა და ისლამური რევოლუციისა და წინააღმდეგობის ფრონტის ყველა მტერმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ღვთაებრივი ლიდერის მკვლელობით ისინი ვერასოდეს ჩააქრობენ ღვთაებრივ სინათლეს, ვერ შეასუსტებენ მორწმუნე ერების ნებას და ვერ დაუშვებენ წინააღმდეგობის დროშას“, - აღნიშნა აჰმად ვაჰიდიმ.

მან, ასევე, განაცხადა, რომ „წამებული ლიდერის სისხლი“ იქცა „გაღვიძების, ღირსების, ძალისა და ერთიანობის უწყვეტ წყაროდ ისლამური ერისთვის“.