Loading data...
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: მზად ვართ ბირთვული დოქტრინა შევცვალოთ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მზად არის, რომ ქვეყნის ბირთვული დოქტრინა შეცვალოს, თუ შესაბამის განკარგულებას ქვეყნის ხელისუფლებისგან მიიღებს. ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა ჰოსეინ მოჰებიმ განაცხადა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ამასთანავე, გენერალმა განაცხადა, რომ ირანი თავისი რაკეტების მოქმედების მანძილის გაზრდაზე მუშაობას გააგრძელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თეირანი მზად არის, რომ თავისი ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკება განაახლოს. ასევე გამოცემა Axios-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკვე 2 კვირაა ირანთან არაპირდაპირ მოლაპარაკებას აწარმოებს და მისი მიზანი შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებაა.