1772606151
უცხოეთი
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: ჰორმუზის სრუტეს სრულად ვაკონტროლებთ
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს.
„ამჟამად, ჰორმუზის სრუტე ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ძალების სრული კონტროლის ქვეშაა“, - ამის შესახებ სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა მოჰამედ აკბარზადემ საინფორმაციო სააგენტო „ფარსსთან“ საუბრისას განაცხადა.
ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკული საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში ტანკერებს დაიცავენ.
მანამდე კი, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალების მეთაურის ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, რომელშიც ათიათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, 17 ირანული გემი გაანადგურეს.